ინსტრუქცია

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა



შესავალი


განსათავსებელი განცხადების ფორმატი შეიცავს სავალდებულო და არასავალდებულო ველებს. სავალდებულო ველები აღნიშნულია * ნიშნით. განცხადების მიღებისა და განთავსებისათვის აუცილებელია ყველა სავალდებულო ველის შევსება.
არ არის სავალდებულო და მხოლოდ განმცხადებელზეა დამოკიდებული, გარდაცვლილის ფოტოს ატვირთვა და რეგიონის, რაიონის და სოფელი/უბანის არჩევა.

რა სახითაც იქნება გადმოგზავნილი შევსებული განცხადება იგივე მონაცემებით განთავსდება საიტზე და ვადის ამოწურვის შემდგომ, გადავა არქივში. რეგიონის, რაიონის და სოფელი/უბანის დაფიქსირების შემთხვევაში საზოგადოება უფრო მარტივად მოიძიებს შესაბამის განცხადებას. არქივში განცხადების გადატანა და განთავსება უფასოა. არქივში განცხადებები განთავსებული იქნება მუდმივად და ამოღებული იქნება მხოლოდ, განმცხადებლის ელექტრონული წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში ელ. ფოსტაზე samgloviaro.com@gmail.com განცხადების საიტზე განთავსების და არქივში გადატანის დროს განსაზღვრავს განცხადების განმთავსებელი, განცხადების განთავსების თარიღის და განცხადების არქივში გადატანის თარიღის არჩევის შედეგად. ამასთან, განცხადება არქივში გადავა განმცხადებლის მიერ მითითებული - არქივში გადატანის თარიღის შემდგომ დღეს. მაგალითად, თუ განმცხადებელმა აირჩია განცხადების განთავსების თარიღი - კონკრეტული თვის რიცხვი 25, ხოლო არქივში გადატანის თარიღი რიცხვი 27, ასეთ შემთხვევაში განცხადება განთავსებული იქნება 25 რიცხვში და არქივში გადავა 28 რიცხვში. განცხადების ღირებულება გაანგარიშდება ავტომატურად, 25-27 პერიოდის - სამი დღე, რაც შეადგენს 9 ლარს.

თანხის გადახდა წარმოებს მხოლოდ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი საბანკო პლასტიკური ბარათით. ამ ეტაპზე ე.წ. „გადახდის აპარატებით“ თანხის გადახდა არ ხორციელდება.

განცხადების განმთავსებელი განცხადებაში მითითებულ ელ. ფოსტაზე მიიღებს, შესაბამის ინფორმაციებს ჩვენს მიერ განცხადების მიღების, განთავსების და არქივში გადატანის შესახებ.

ეს საიტი საშუალებას აძლევს როგორც განცხადების განმთავსებელს, ასევე ნებისმიერ პირს, განცხადების განთავსების შემდეგ, განცხადება გააზიაროს facebook.com-ზე საკუთარ გვერდზე

თუ განმცხადებლის მიერ ყველა სავალდებულო ველის შევსებისა და თანხის გადახდის შემდგომ, განცხადება არ იქნება განთავსებული საიტზე იმ პერიოდით, რა პერიოდსაც ითვალისწინებს საიტის ინსტრუქცია, განმცხადებელს თანხა დაუბრუნდება მომართვიდან 3 საბანო დღეში. თანხის დასაბრუნებლად გადახდილი თანხის ოდენობა და საბანკო ანგარიშის ნომერი სადაც უნდა დაუბრუნდეს გადახდილი თანხა, განმცხადებელმა უნდა გვაცნობოს ელ. ფოსტაზე samgloviaro.com@gmail.com

განცხადების შევსება


1. განცხადების შევსების დაწყებამდე საჭიროა განცხადების ტიპის არჩევა. ამისათვის, მიიყვანეთ მაუსის კურსორი სამკუთხედზე (იხ. სურათი №1) და შეარჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი: სამგლოვიარო განცხადება - ნეკროლოგის განთავსების შემთხვევაში ან შეარჩიეთ გახსენება-მოგონების განცხადება.

სურათი №1


2. განცხადების განთავსების თარიღი: მიიყვანეთ კურსორი №2 სურათზე აღნიშნულ მართკუთხედზე და დაწკაპების შედეგად გამოჩნდება მიმდინარე თვის კალენდარი. თქვენთვის სასურველი თარიღის არჩევა მოახდინეთ მაუსის კურსორის მეშვეობით.

სურათი№2


განცხადების არქივში გადატანის თარიღის არჩევა განახორციელეთ ანალოგიურად, როგორც დააფიქსირეთ განცხადების განთავსების თარიღი.

3. განცხადების მიღებისა და განთავსებისათვის აუცილებელია დაეთანხმოთ სამ პირობას. აღნიშნული პირობების დასადასტურებლად მიიყვანეთ კურსორი და დააწკაპეთ სამგან „თანახმა ვარ“ (იხ. სურათი №3).

სურათი№3


ინფორმაცია გარდაცვლილზე - გარდაცვლილის სახელის და გვარის მითითებისას არ არის აუცილებელი მხოლოდ გარდაცვალების მოწმობაში დაფიქსირებული სახელის და გვარის აღნიშვნა. შესაძლებელია, ასევე მითითებული იყოს ის სახელიც, რომლითაც იცნობდა საზოგადოება.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ 11 ნიშნა პირადი ნომრის სწორად შეტანას, იგი უნდა ემთხვეოდეს გარდაცვალების მოწმობაში დაფიქსირებულ ციფრებს. აუცილებელია გარდაცვალების მოწმობის ელექტრონული ვერსიის ატვირთვა. გარდაცვალების მოწმობის არარსებობის შემთხვევაში განცხადება არ განთავსდება.

გარდაცვლილის ფოტოს ატვირთვა სავალდებულო არ არის. ასევე სავალდებულოა, განცხადების შინაარსის შევსება (იხ. სურათი №4), სადაც ჩაიწერება ის ინფორმაცია, რომელიც უნდა მიეწოდოს საზოგადოებას გასაცნობად.

როგორც შესავალში უკვე აღინიშნა, არ არის აუცილებელი, თუმცა სასურველია რეგიონის, რაიონის და სოფელი/უბნის მითითება. ამისათვის, შესაბამის ფანჯრებში აღნიშნულ ისარზე კურსორის დაწკაპებით ჩამოიშლება საქართველოს იურისდიქციაში დღეს არსებული 3700 ქალაქის, დაბის და სოფლის სრული ჩამონათვალი, ასევე, ქალაქების თბილისის, ბათუმის და ფოთის უბნები. საიდანაც შესაძლებელია შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი.

სურათი№4


4. სავალდებულოა სრულყოფილად შეივსოს ინფორმაცია განცხადების განმთავსებელზე (თქვენზე). ინფორმაციის სრულყოფილად შევსების შემდეგ მიიყვანეთ კურსორი ღილაკზე „ინფორმაციის გადაგზავნა“ (იხ.სურათი №5) და დააწკაპეთ.

სურათი№5


5.გაიხსნება ახალი ფანჯარა დასახელებით „თქვენს მიერ შევსებულია შემდეგი ინფორმაცია:“. აქ შეგიძლიათ ღილაკზე „ნახვა“ დაწკაპებით იხილოთ თქვენს მიერ ატვირთული გარდაცვლილი პირის ფოტო და გარდაცვალების მოწმობა, აგრეთვე თქვენს მიერ შევსებული ინფორმაციის სრული ტექსტი. თუ აღმოაჩენთ, რომ რაიმე მონაცემი არასწორად გაქვთ შეტანილი, დააწკაპეთ ღილაკზე „ინფორმაციის შესწორება“ (იხ. სურათი №6) და შეასწორეთ არასწორად შეტანილი მონაცემები. ინფორმაციის შესწორების შემდეგ ხელმეორედ დააწკაპეთ ღილაკზე „ინფორმაციის გადაგზავნა“. თუ ყველა ინფორმაცია სწორად გაქვთ შეტანილი დაწკაპეთ ღილაკს „გადახდა“.

საყურადღებოა, რომ განცხადების ხანგრძლივობა და ღირებულება ფიქსირდება ავტომატურად, თქვენს მიერ განცხადების განთავსების თარიღის და განცხადების არქივში გადატანის თარიღის არჩევისას და მხოლოდ ამ მონაცემების შესწორებით შეიძლება ამ ინფორმაციის ცვლილება.

სურათი№6


6. ღილაკს „გადახდა“ დაწკაპების შემდეგ გამოჩნდება გადახდის ველი (იხ. სურათი №7).
გადახდის ველს აქვს სს „თიბისი ბანკი“-ს გამოსახულება, მხოლოდ იმიტომ რომ ეს ბანკი გვემსახურება. როგორც, შესავალში უკვე აღინიშნა, გადახდა შეგიძლიათ განახორციელოთ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი საბანკო პლასტიკური ბარათით. №7 სურათზე არსებული გამოსახულების მიხედვით განცხადების განმთავსებელს სურს ორ დღიანი განცხადების ღირებულების გადახდა 6 ლარის ოდენობით.

ნებისმიერი საბანკო პლასტიკური ბარათის შემთხვევაში უნდა შეივსოს, ბარათის ნომერი რომელიც მითითებულია ბარათის წინა გვერდზე და შესდგება 16 ციფრისგან (XXXX XXXX XXXX XXXX).

სურათი №7


მოქმედების ვადის შევსებისათვის თვისა და წლის აღმნიშვნელ ველში კურსორის მიყვანისას ჩამოიშლება სავარაუდო დასაფიქსირებელი მონაცემები (იხ. სურათები №8 და №9), საიდანაც აირჩევთ თქვენს ბარათზე ასახულ მონაცემს (მაგალითად, 10/21).

სურათი №8



სურათი №9


ასევე უნდა შეივსოს CVV2 (იხ. სურათი №10). აღნიშნულ ველში შეიტანეთ ბარათის უკანა მხარეს აღნიშნული მონაცემიდან XXXX XXX (7 ციფრიდან) ბოლო 3 ციფრი.

სურათი №10


სს „თიბისი ბანკი“-ს პლასტიკური ბარათის მონაცემების სრულად შეტანის შემთხვევაში, გადახდა განხორციელდება ღილაკზე „გადახდა“ დაწკაპებით (იხ. სურათი №11).

სურათი №11


სს საქართველოს ბანკი“-ს პლასტიკური ბარათის მონაცემების შეყვანის შემთხვევაში გამოვა ახალი ფანჯარა (იხ. სურათი №12). დააწკაპეთ კურსორი ღილაკზე SMS კოდი, რის შემდეგაც პლასტიკური ბარათის მფლობელი, მის მიერ პლასტიკური ბარათის რეგისტრაციისას მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე მიიღებს ერთჯერად კოდს SMS-ის სახით.

სურათი №12

აღნიშნული კოდი (4 ციფრი) უნდა ჩაწეროთ SMS კოდის გვერდით(იხ. სურათი №13).

სურათი №13


მობილურ ტელეფონში მიღებული SMS კოდის სწორად ჩაწერის შემთხვევაში გააქტიურდება ველი გადახდა (იხ. სურათი №14). თანხის გადახდის განსახორციელებლად კურსორით უნდა დააწკაპოთ ღილაკზე „გადახდა“.

სურათი №14


საქართველოში მოქმედი ნებისმიერი საბანკო პლასტიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში, ბარათის მფლობელი მობილურ ტელეფონზე მიიღებს SMS შეტყობინებას შესაბამისი ბანკიდან გადახდის ოპერაციის შესრულების შესახებ, ხოლო ამ საიტზე განმცხადებელი მიიღებს ინფორმაციას, რომ ტრანზაქცია წარმატებით განხორციელდა და ადმინისტრატორის დადასტურების შემდეგ ეს განცხადება გამოჩნდება განცხადებების სიაში.

ამასთან, განცხადების განმთავსებელი (თქვენ) განცხადებაში მითითებულ ელ. ფოსტაზე მიიღებთ ინფორმაციას ჩვენს მიერ განცხადების მიღების შესახებ, განცხადების შინაარსით. ამავე ელ. ფოსტაზე მიიღებთ ინფორმაციას ჩვენი ადმინისტრატორის მიერ განცხადების დადასტურებისთანავე და განცხადების არქივში გადატანისთანავე.