ელგუჯა ოთარაშვილი

  • დღეს 22 თებერვალს ადამიანური ღირებულებებით გამორჩეულ პიროვნებას, კაცურ კაცს, მამაჩემს, ელგუჯა ოთარაშვილს 85 წელი შეუსრულდებოდა. უკვე 8 წელია აღარ არის ჩვენთან ერთად. მარადიული ხსოვნა, ძვირფას და შეუცვლელ ადამიანს! იგი მუდამ გამორჩეული იყო თავისი მოკრძალებით, კეთილშობილებით და ახალგაზრდებისადმი მამობრივი ზრუნვით. მის ირგვლივ ბუნებრივად იქმნებოდა თბილი, ადამიანური ატმოსფერო. ამავე დროს, ის იყო ოჯახის ამაგდარი, თავდადებული მამა და პაპა. შვილებს და შვილიშვილებს გვაკლია ის ენერგია და სიცოცხლის სიყვარული რაც მას ჰქონდა. მისი სახე რჩება ჩვენთან, როგორც კეთილშობილების ეტალონი, რომელიც მოგვიხმობს ადამიანური ღირსებების შენარჩუნებას ყველგან და ყოველთვის. ღმერთმა გაანათლოს და აცხონოს მისი სული!