ანგელატ რუსეიშვილი

  • განსაკუთრებული ადამიანების ცა მიწიდან იწყება. ასეთ ადამიანებს სინდისსას ვუწოდებთ ხოლმე და სწორედ ასეთი იყო ანგელატ რუსეიშვილიც, რომლის ჩვენ გვერდით ცხოვრება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც მისი ამ ქვეყნიდან წასვლა. ნათქვამია, რომ მხოლოდ სიკვდილის წინ შეიძლება, ერთი სიტყვით თქვა ყველაფერი და ჩვენ სიკვდილამდე სწორედ ამ სიტყვას ვეძებთ. არ მეშინიაო, თქვა გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ჩვენთვის უსაყვარლესმა მეუღლემ, მამამ, ბაბუამ, მეგობარმა და ახლობელმა. მართლაც, როგორ უნდა შეშინებოდა ადამიანს, რომელიც სიყვარულით, სიკეთითა და ერთგულებით იყო საცნობი. ჩვენ ბედნიერები ვართ, რადგან გვქონდა საშუალება, მისგან გვესწავლა თანაზიარობა, ადამიანურობა და იმედი. ვემშვიდობებით ჩვენთვის უძვირფასეს ადამიანს და ანთებული სანთლებით ვაცილებთ ჭეშმარიტი ნათელისკენ. გასვენება სამშაბათს, 2019 წლის 5 ნოემბერს, 14:00 საათზე; მისამართი: ზღვისუბანი, მე-9 კვარტალი, მე-12 კორპუსი, ეზოში მდებარე ეკლესია.